მოზარდი ინდაურის საკვები

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

რა არის მოზარდი ინდაურის საკვები?

მოზარდი ინდაურის საკვები წარმოადგენს 3,5 მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება მოზარდი ინდაურის გამოსაკვებად სიცოცხლის მე-5 კვირიდან 3 თვის ასაკამდე. ინდაური მე-5 კვირიდან - 3 თვის ასაკამდე მოიხმარს მოზარდი ინდაურის საკვებს მაქსიმუმ 7,5-8 კგ-ს ოდენობით და აღწევს 2-2,5 კგ ცოცხალ წონას.

რატომ მოზარდი ინდაურის საკვები?

მოზარდი ინდაურის მზა გრანულირებული საკვები ხელს უწყობს გამოზრდის აღნიშნულ პერიოდში ინდაურის მაქსიმალურ ზრდა-განვითარებას და წონამატს.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, ცხოვრებული წარმოშობის ნედლეული, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

 

შეფუთვა: 25 კგ. 

 

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

 

ასაკი (კვირა) დედალი ინდაური მამალი ინდაური
5 კვირიდან - 8 კვირამდე ინდაურის საკვები მიაწოდეთ შეუზღუდავად
მე 8* 155 160
მე 9* 165 170
მე 10* 175 190
მე 11* 190 200
მე 12* 200 220

*შეზღუდულად

კვების რეკომენდაციები:

·         მოზარდი ინდაურის საკვებით ინდაური გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე;

·         მნიშვნელოვანია, რომ ინდაურს მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან;

·         მოზარდის ფაზის საკვებზე ჭუკის გადაყვანა მოახდინეთ ეტაპობრივად, უკეთესი შეგუებისთვის ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის მანძილზე.

·         სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია ,ჯანმრთელი ჭუკი და მოზარდი, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.