სოფლის (ჭრელი) ქათმის პრესტარტერი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის სოფლის (ჭრელი) წიწილის პრესტარტერი? 

წიწილის პრესტარტერი წარმოადგენს მზა დატეხილ გრანულს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს წიწილის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.

წიწილის პრესტარტერი არის მზა საკვები, როგორც მეკვერცხული, ასევე მეხორცული მიმართულების სოფლის (ჭრელი) ქათმის წიწილებისათვის.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare-ის პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, ჯანმრთელობის მხარდამჭერი საშუალება, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 25 კგ.

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

 

საკვების ფაზა და ასაკი საკვების მიწოდება პერიოდის მანძილზე მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა
წიწილის პრესტარტერი 0-7 დღე (დატეხილი გრანული)* შეუზღუდავად (ნებაზე) 80-90 გრამი 80-90 გრამი

 

 *უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან - 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს დატეხილი გრანული პრესტარტერი.

**საკვების შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის მანძილზე.

 

საორიენტაციო ცხრილი #1

დღიური საკვების მოხმარება

(1 ფრთა / გრამი დღეში)

ასაკი / კვირა

საკვები

(გრამი / დღეში)

1-ლი 12
მე-2 28
მე-3 33
მე-4 40

კვების რეკომენდაციები:

·         საკვები გამოიყენება წიწილის სიცოცხლის 0 დღიდან 7 დღემდე ასაკში, ამ პერიოდში წიწილა მოიხმარს 80-90 გრამ წიწილის პრესტარტერს და აღწევს 80-90 გრამ ცოცხალ წონას;

·         პრესტარტერის ფაზის საკვებით წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

·         მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან;

·         სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.